შრი-ლანკას ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო შრი-ლანკას ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო /> "/> " />


  17:25:20     23-04-2019

შრი-ლანკას ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

a89600.jpg

"ისლამური სახელმწიფო" შრი-ლანკაში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობას იღებს. "ისლამური სახელმწიფო", თვითმკვლელ ტერორისტებთან კოორდინირებულ მოქმედებას ადასტურებს, რომელმაც 321 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და 500 ადამიანი მძიმედ დააშავა.

შეგახსენებთ, რომ  კვირას შრი-ლანკაში აფეთქებების სერია მოხდა. ექვსი აფეთქება სამ ტაძარსა და სამ სასტუმროში მოხდა, მეშვიდე კუნძულის დასავლეთით, მერვე კი კოლომბოს გარეუბანში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსში.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 321-ს აღწევს, მათ შორის არიან დანიის, იაპონიის, პაკისტანის, მაროკოს, ინდოეთის, ბანგლადეშის, ჩინეთის, ჰოლანდიის, აშშ-ის, თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები. დაშავდა 500-მდე ადამიანი.

0

ავტორი: