12:40:29     07-07-2011
საბჭოური "გრადის" ჩეხური შვილობილი
საბჭოთა კავშირის დროს, ეს ქვეყანას სხვადასხვა სახის შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას მოძმე ქვეყნებს უხვად აძლევდა. ზოგისთვის ყიდდა, ზოგს კი ჩუქნითა კიდეც. განსაკუთრებული გულუხვობით საბჭოთა ლიდერები სოციალისტური და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მიმართ იყვნენ განწყობილნი. შესაბამისად ზოგჯერ, მოსკოვი ასეთ მოძმე რესპუბლიკებს სამამულო შეიარაღებისა თუ ტექნიკის ლიცენზირებული წარმოების ნებასაც რთავდა. ამ შემთხვევაში გამონაკლის არც ჩეხოსლოვაკია წარმოადგენდა.
ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა საკმაოდ ინტენსიურ ხასიათს ატარებდა, მოსკოვი ამ სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სასწავლო თვითმფრინავებს ყიდულობდა. სანაცვლოდ კი იარაღის წარმოების უფლებას რთავდა.
ის, რომ რეაქტიულმა არტილერიამ, ბრძოლის ველზე კოორდინალური ცვლილებები შემოიტანა, ყველასთვის ნათელი იყო. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოური "კატიუშები" გერმანელებს შისის ზარს სცემდნენ. თუ ადრე ფართობზე გაშლილ სამიზნის გასანადგურებლად რამოდენიმე ათეული ქვემეხი და ასობით ჭურვი იყო საჭირო, ამიერიდან ამ საქმეს 2-3 რეაქტიული სისტემა სავსებით წარმატებით ართმევდა თავს.
1964 წელს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა შეიარაღებაში "კატუშას" გაუმჯობესებული ვარიანტი "გრადი" მიიღეს. 122 მმ-იან რეაქტულ სისტემაზე დამონტაჟებული პაკეტი ორმოც მიმმართველს ითვლიდა. საბაზო ვარიანტში "გრადი" მაღალი გამავლობის "ურალზე" მონტაჟდებოდა. დღესაც კი როდესაც მისი სერიული წარმოების დაწყებიდან თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა, ის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული რეაქტიული საარტილერიო სისტემად რჩება. სხვადასხვა რაკეტების შემთხვევაში, დანადგარის ცეცხლის წარმოების მაქსიმალური დისტანცია 13700 მ-დან 40000 მ-მდე ვარირებს. ერთ დანადგარს 14,5 ჰექტარის ფართობის დაფარვა შეუძლია.
ჩეხები სულელები არ იყვნენ და თვალი საბჭოთა "გრადსაც" დაადეს. 1960-იანი წლების ბოლოსთვის, მათ მისი საკუთარი ვარიანტი შექმნეს, რომელიც სიმართლე, რომ ითქვას გარკვეულ მომენტში ორიგინალსაც კი ჯობია. ჩეხოსლოვაკიურ ვარიანტს RM-70 ეწოდა და ის სერიულ წარმოებაში 1970 წლიდან არის.
შასის სახით, ჩეხოსლოვაკებმა სამამულო წარმოების მანქანა გამოიყენეს. მის როლში ოთხღერძიანი მაღალი გამავლობის "ტატრა-813" შეირჩა. მანქანაზე რვავე ბორბალი წამყვანია. ეს კი უგზოობის პირობებში უდაოდ მისასალმებელი ფაქტორია. სხვათა შორის მანქანის ეკიპაჟი, საბჭოური "გრადისგან" განსხვავებით უფრო დაცულია, რადგან RM-70-ზე დაჯაავშნული კაბინა გამოიყენება. ის მასში მსხდომ პირად შემადგენლობას ტყვიებისა და ნამსხვრევების განიცავს.
თუმცა ეს არ არის მთავარი განსხვავება, რომელიც RM-70-სა და საბჭოურ "გრადს" შორის არსებობს. მანქანის გრძელმა შასიმ ჩეხოსლოვაკელ სპეციალისტებს საკმაოდ ორიგინალური და მაშინდელი დროით უნიკალური მოწყობილობის შექმნის საშუალება მისცა.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1960-70-იან წლებში სპეციალისტები კონტრსაარტილერიო საშუალებეზე მუშაობდნენ. მიზანს, ჰაეში მყოფი უმართავი რაკეტებისა ან საარტილერიო ჭურვების ტრაექტორიის გაგებით, მოწინააღმდეგის საცეცხლე პოზიციების აღმოჩენა წარმოადგენდა. მიღებული ინფორმაცია საკუთარ ბატარეას გადაეცემოდა და ისიც საპასუხო ცეცხლს ხსნიდა. შესაბამისად ამ პირობებში არტილერიის და განსაკუთრებით ზალპური რეაქტიული სისტემების მობილურობის თვისებამ წინ წამოიწია. "გრადს" 40 რაკეტიანი ზალპის განსახორციელებლად 20-21 წამი სჭირდება. შესაბამისად პოზიციის შეცვლა მალე შეუძლია. მაგრამ მისი დატენვა ხელით ხდება, ესკი დიდ დროს საჭიროებს.
ამიტომაც იყო რომ RM-70-ზე დატენვის მექანისზმი დამონტაჟდა. სხვათა შორის ის მსოფლიოში ამგვარი "ნოუ ჰაუთი" აღჭურვილი რეაქტიული არტილერიის პირველი წარმომადგენელი იყო. ეს მოწყობილობა მანქანის ძარაზე, გამშვებ პაკეტსა და ეკიპაჟის კაბინის შორის განლაგდა. პაკეტის დაცლის შემდეგ, დასატენად ის 180 გრადუსით ტრილდება და სპეციალური მოწყობილობები დამტენ მექანიზმში არსებულ ორმოცივე სათადარიგო რაკეტას მიმმართველებში ათავსებს. გამოდის რომ ამ მექანიზმის წყალობით, RM-70-ის ერთ დანადგარს გარკვეული დროის ინტერვალით 80 122 მმ-იანი რაკეტის გასროლა შეუძლია.
RM-70-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, საქართველოს არტილერისტების შეიარაღებაში უკვე წლების განმავლობაშია. მათი პირველი საჯარო დემონსტრაცია, 2004 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმზე შეიძლებოდა. მას შემდეგ მათი რაოდენობა საქართველოს არმიის შემადგენლობაში გაიზარდა.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში, ქართულმა რეაქტიულმა არტილერიამაც მიიღო მონაწილეობა. მათ შორიც ჩეხურმა RM-70-ებმაც. 8 აგვისტოს ისინი ერთ-ერთი პირველები იყვნენ, ვინც ცხინვალისკენ დაძრულ რუსულ სამხედრო კოლონებს ცეცხლი გაუხსნეს. მაშინ ზალპის მომენტში ამ დანადგარისთვის გადაღებულმა ფოტოებმა მთელი მსოფლიო შემოიარეს. სხვათა შორის ტექნიკის სხვა სახეობებისგან განსხვავებით, ქართულ ჯარს ბრძოლის ველზე თუ უკან დახევისას, რეაქტიული არტილერიის არც ერთერთეული არ დაუკარგავს.
ომის წინ ებრაული მხარის დახმარებით, ქართული არმიის შეიარაღებაში მყოფ RM-70-ების გარკვეულ რაოდენობას მოდერნზიაცია ჩაუტარდათ. მათზე თანამედროვე სანავიგაციო სისტემები დამონტაჟდა. რამაც გაადვილა სამიზნისა და თავად დანადგარის კოორიდნატების დადგენა. ამავედროულად გაიზარდა დამიზნების სიზუსტეც.
0