ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი />


  10:51:14     07-07-2011

ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი

a7814.jpg

ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმია ბასკეთში. ის ერთ-ერთია სოლომონ გუგენჰაიმის ფონდის მუზეუმთაგან. შენობის სტრუქტურის პროექტი ეკუთვნის ფრენკ გერის არქიტექტურულ ფირმას, ის საზოგადოებისთვის 1997 წელს გაიხსნა და მყისვე მოიხვეჭა მსოფლიოს ყველაზე წარმტაცი შენობის სახელი, დეკონსტრუქტივიზმის სტილში.

მუზეუმის შენობის დიზაინი და კონსტრუქცია ფრენკ გერის სტილისა და მეთოდის შესწავლის სანიმუშო მაგალითია. გერის სხვა ნამუშევართა მსგავსად, მუზეუმის სტრუქტურა შედგება რადიკალურად ნაგები ორგანული კონტურებისგან. მუზეუმის ძირითად შენობას არცერთი ბრტყელი ზედაპირი არ გააჩნია მთელ სტრუქტურაში. შენობის ნაწილს ჰკვეთს ავტოსტრადა, და სტრუქტურის უდიდესი ნაწილი დაფარულია სიფრიფანა ტიტანიუმის პანელებით.

მუზეუმის გამოფენები ხშირად იცვლება, თუმცა ყველაზე ხშირად აქ მე-20 საუკუნის ხელოვნება ჭარბობს და ტრადიციულ ფერწერასა და სკულპტურებს მუზეუმი უფრო ინსტალაციურ და ელექტრონულ ფორმებს ამჯობინებს. ზოგიერთი ხელოვნებათმცოდნის შეფასებით, თავად შენობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ ის სრულიად ჩრდილავს მუზეუმის კოლექციას.
0

ავტორი: