21:46:42     18-04-2019
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. 28 წლის ბესიკ ლაგვილავას ცეცხლსასროლი იარაღიდან 3 ტყვია ესროლეს. გასროლა „ქართული ოცნების“ შტაბთან მოხდა.
„დრონი.ჯი“-ის კორესპონდენტის ცნობით, ლაგვილავას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი გულის არეში და ამ წუთებში, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.
სავარაუდო ეჭვმიტანილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ბეჟან გვაზავაა, რომელსაც ზუგდიდის რაიონის სოფელი გრიგოლიშო ჰქონდა ჩაბარებული.
0