15:17:57     18-04-2019
„ნოტღ დამ დე პაღის“ ისტორია, რომლის მიხედვითაც ტაძარი არაერთხელ ყოფილა განადგურების საფრთხის ქვეშ
850 წლიანი ისტორიის განმავლობაში, „ნოტღ დამ დე პაღი“, ანუ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი არამხოლოდ წარსულის თვითმხილვევლი, არამედ ისტორიის მონაწილეც არაერთხელ გამხდარა.
[I=2] ორშაბათს, პარიზის დროის მიხედვით რვა საათზე, პარიზის ქუჩებში სირენის ხმა გაისმა. მოსახლეობას ნაცრისფერი ღრუბლის დანახვამ ამცნო მსოფლიო ისტორიის, ეროვნული სიამაყის სიმბოლოს განადგურება.
ეს არ იყო საკათედრო ტაძრის გუმბათის დაზიანების პირველი შემთხვევა, მაგრამ ცალსახაა, რომ „ნოტღ დამ დე პაღისთვის“ ყველაზე დამანგრევლად შეიძლება ჩაითვალოს.
საუკუნეების განმავლობაში, ტაძარი ექცეოდა, როგორც კეთილი, ისე ბოროტი ძალების ყურადღების ცენტრში. საფრანგეთის რევოლუციის დროს, ეკლესიის გადაწყვეტილება, ტაძრის დიზაინისა და გაფორმების ხელახალი მოწყობის შესახებ, რომაულ-კათოლიკურ კათედრალს კინაღამ სასიკვიდლოდ დაუჯდა. ისევე, როგორც ასი წლის შემდეგ, ღვთისმსახურთა ამ ნაწილის შთამომავლობის მცდელობა, ტაძარი მთლიანად დაეწვათ.
[I=3]იყვნენ ცნობილი კულტურული მოღვაწეები, რომელთა არასწორმა ესთეტიურმა გადაწყვეტილებებმა მტკივნეულ დანაკარგამდე მიიყვანა ეს ისტორიული ნაგებობა. აღსანიშნავია ისიც, რომ 850 წლის განმავლობაში ხელით შექმნილი ნახატებისა და სიმბოლოების შენარჩუნება პარიზის ცის ქვეშ, სხვადასხვა ექსტრემალურ პირობებში არ იყო მარტივი.
ყოველ ჯერზე, „ნოტღ დამ დე პაღი“ ადამიანისა თუ ბუნების რისხვის მსხვერპლი გამხდარა, იგი წინანდელზე ძლიერი აღმდგარა, რის გამოც კაცობრიობისთვის იმედის, სიძლიერის სიმბოლოს ითვლებოდა, თუმცა 15 აპრილი „პარიზელი ქალბატონისთვის“ ჯერჯერობით ყველაზე ძლიერ გამოწვევად რჩება.
0