ხაჭოს ღვეზელი ლიტვურად ხაჭოს ღვეზელი ლიტვურად />


  10:41:54     07-07-2011

ხაჭოს ღვეზელი ლიტვურად

a7808.jpg

მასალა:

ცომისათვის:

500 გრამი ფქვილი

40 გრამი საფუარი

1 ჭიქა რძე

1 ცალი კვერცხი

ცოტა მარილი

100 გრამი მარგარინი

შიგთავსისათვის:

500 გრამი ხაჭო

2 ცალი კვერცხის გული

1 სუფრის კოვზი შაქარი

ცოტა მარილი

გამდნარი კარაქი

შაქარი

დარიჩინი

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში მცირე რაოდენობის შაქართან ერთად. ფქვილის, კვერცხისა და მარგარინისაგან მოვზილოთ საკმაოდ სქელი ცომი. გავაჩეროთ ცომი 1-1 ½ საათი, შემდეგ კიდევ ერთხელ მოვზილოთ და გავაბრტყელოთ. ჭიქით ამოვჭრათ ცომიდან მრგვალი ნაჭრები, თითოეულ ნაჭერზე მოვათავსოთ შიგთავსი. თითოეულ ნაჭერს მივცეთ ნახევარმთვარის ფორმა, შემდეგ ღვეზელები დავალაგოთ საცერზე ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებოდნენ. საცერი დავამაგროთ მდუღარე წყლიან ქვაბზე და ღვეზელები ორთქლის საშუალებით მზადყოფნამდე მივიყვანოთ. სუფრაზე მიტანამდე მოვასხუროთ გამდნარი კარაქი და მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი.
0

ავტორი: