10:32:15     16-04-2019
The Guardian - ნოტრ-დამის სარკმელები სავარაუდოდ განადგურებულია
პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ცნობილი ვიტრაჟული სარკმლები შესაძლოა განადგურებული იყოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian ფრანგ თვითმხილველზე დაყრდნობით წერს.
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გაჩენის მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოები გახდა. მომხდარზე გამოძიება დაუდევრობის შედეგად ზიანის მიყენების მუხლით არის აღძრული.
ამ დროისთვის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 აპრილს, საღამოს, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს ცეცხლი წაეკიდა. ხანძრის შედეგად ჩამოიშალა ტაძრის სამრეკლო და ჭერი. ხანძარს 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.
0