იტალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა იტალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა />


  10:34:07     11-04-2019

იტალიის პარლამენტმა სომეხთა გენოციდი აღიარა

a89114.jpg

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ 1915-1926 წლებში, ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად აღიარებას მხარი დაუჭირა.

მომხდარის გამო უკმაყოფილება გამოთქვეს ანკარაში. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში იტალიის ელჩიც დაიბარა.

მრავალი ისტორიკოსი და არაერთი ქვეყანა გენოციდად მიიჩნევს პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მილიონამდე სომხის დახოცვასა და დეპორტაციას. გენოციდი აღიარებული აქვს 29 სახელმწიფოს. თურქეთი კი აცხადებს, რომ სომხებს შორის მსხვერპლი გაცილებით ნაკლები იყო და ეს მსხვერპლი მოჰყვა სამოქალაქო არეულობას და არა ოსმალეთის იმპერიის მიზანმიმართულ პოლიტიკას სომხების გასანადგურებლად. 

0

ავტორი: