იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაფეში ნიჩბით შეიჭრა და სტუმრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაფეში ნიჩბით შეიჭრა და სტუმრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა />


  12:40:00     08-04-2019

იტალიაში საქართველოს მოქალაქე კაფეში ნიჩბით შეიჭრა და სტუმრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

a89019.jpg

იტალიური მედიის ცნობით, ქალაქ მოლფეტაში საქართველოს მოქალაქე კაფე-ბარის სტუმრებს ნიჩბით თავს დაესხა. 

თვითმხილველების თქმით, საქართველოს მოქალაქე ბარში წელს ზემოთ შიშველი შევიდა და განაცხადა, რომ გულის არეში ტკივილს გრძნობს. მოგვიანებით, მან ნიჩაბი აიღო და სტუმრებს დაესხა თავს.

კაფეს მეპატრონემ პოლიცია გამოიძახა, თუმცა თავდამსხმელი მათ მისვლამდე გაიქცა. პოლიციელებმა ის ბართან ახლოს, ნაგვის ბუნკერზე შენიშნეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მას სხეულზე ჭრილობები აღენიშნებოდა.

ამ დროისთვის, მამაკაცი პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

0

ავტორი: