11:19:24     06-07-2011
კარტოფილი მწვანე სოუსით
მასალა:
თითო სუფრის კოვზი მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა
2 ბოთლი იოგურტი
ცოტა მაიონეზი ან არაჟანი
შაქარი, პილპილი
მარილი
მდოგვი გემოვნებით
4-8 ცალი კვერცხი
ყველა სახის მწვანილი წვრილად დავჭრათ და დავასხათ იოგურტი, რომელსაც წინასწარ უნდა შევურიოთ არაჟანი ან მაიონეზი. თითოეულ პორციაზე ავიღოთ 1-2 მოხარშული კვერცხი, შევურიოთ სოუსს და დავამატოთ შაქარი, პილპილი, მარილი და მდოგვი. სუფრაზე მიტანამდე სოუსი სიცივეში უნდა დავდგათ და სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.
მწვანე სოუსი, მხოლოდ კვერცხის გარეშე, სუფრაზე ასევე მიაქვთ ხორცთან ერთად. 0