11:18:55     06-07-2011
სალათა მილანურად
მასალა:
125 გრამი მაკარონი (ნიჟარების ან რკალების ფორმის)
200 გრამი შებოლილი თევზი (გარდა ქაშაყისა)
1-2 ცალი ვაშლი
1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ნიახურის ფესვი
1 თავი მცირე ზომის ხახვი
1 ჭიქა მაიონეზი
მარილი
წითელი წიწაკა
მაკარონი მოვხარშოთ მარილიან წყალში, დავდგათ დასაწურად. ვაშლი გავფცქვნათ, გამოვაცალოთ გული და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. თევზს გამოვაცალოთ ფხები. ყველა კომპონენტი ერთმანეთში გადავურიოთ. მაიონეზი შევურიოთ გახეხილ ხახვს და ეს მასა დავამატოთ სალათას. დავამატოთ მარილი და წითელი პილპილი.
0