თურქეთის ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ართვინში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა თურქეთის ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ართვინში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა />


  10:31:20     01-04-2019

თურქეთის ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ართვინში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

a88794.jpg

თურქეთის ოპოზიციამ მუნიციპალურ არჩევნებში სტამბოლში, ანკარაში, იზმირსა და ართვინში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა.

მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელის, ქემალ კირიჩდაროღლუს განცხადებით, სტამბოლში მმართველი პარტია თავის გამარჯვებაზე საუბრობს, თუმცა რეალურად გამარჯვება ოპოზიციის კანდიდატმა, ეკრემ იმამოღლუმ მოიპოვა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ გამარჯვება ასევე მოიპოვა ადანაში, ანტალიაში, არტაანში და ბოლუში.

კილიჩდაროღუს თქმით, პირველად აღმოჩნდა მსგავს უსამართლო კამპანიაში, თუმცა ზეწოლის მიუხედავად, მოსახლეობამ სანდო არჩევანი გააკეთა.

თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში საერთო ჯამში მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია ლიდერობს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის მუნიციპალიტეტების 56 პროცენტი მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის მიერ იქნება მართული.

თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავარი მიზანი ეკონომიკის გაძლიერება, განვითარების შენარჩუნება და დასაქმების გაზრდა იქნება.

არჩევნებზე 57 მილიონი ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

0

ავტორი: