ბათუმელები ივანიშვილის მიერ ქალაქის ცენტრში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის აპროტესტებენ ბათუმელები ივანიშვილის მიერ ქალაქის ცენტრში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის აპროტესტებენ />


  15:09:01     31-03-2019

ბათუმელები ივანიშვილის მიერ ქალაქის ცენტრში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის აპროტესტებენ

a88775.jpg

ამ წუთებში, ბათუმში, ხალხი ივანიშვილის მიერ ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს.

ივანიშვილი, შუაგულ ბათუმში ქიმიურ ტერმინალს აშენებს. მისი ბიზნეს-ინტერესების გამო კი, ქალაქსა და მთლიანად აჭარას შესაძლოა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე დაემუქროს. 

თუმცა, როგორც ჩანს, აჭარელების ჯანმრთელობის ხარჯზე ივანიშვილისათვის ასეულობით მილიონი დოლარის შოვნა, პრობლემას არ წარმოადგენს. 

ივანიშვილის კომპანია „ვონდერნეტს“ ხელისუფლებამ უკვე გადასცა 15 ათასი კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც ოლიგარქმა ტერმინალი უნდა ააშენოს. 

ხელშეკრულების მიხედვით, ქიმიურ ტერმინალში შემდეგი სახის ქიმიური ნარჩენები გაივლის: 

ამიაკის სელიტრა;

ამონიუმის სულფატი;

კიროვან-ამიაკური სელიტრა;

მონოამონიუმსულფატი;

ფოსფატის დიამონიუმი;

ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები;

სამმაგი სუპერფოსფატი;

ცალკეული სუპერფოსფატი;

გოგირდი;

გრანულირებული გოგირდი;

არაგრანულირებული გოგირდი ან კოშტისებრი გოგირდი ბიგ-ბეგებში;

ფოსფორიტები. 

ოლიგარქის ქიმიურმა ტერმინალმა, შესაძლოა ბათუმის ტურისტული სტატუსი სრულად შეიწიროს. 

ამიტომ, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის გადადგომასა და ივანიშვილის გამდიდრების ახალი წყაროს - ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

0

ავტორი: