ლიბიელი ამბოხებულები იარაღს თავად შეიძენენ ლიბიელი ამბოხებულები იარაღს თავად შეიძენენ />


  11:14:17     06-07-2011

ლიბიელი ამბოხებულები იარაღს თავად შეიძენენ

a7761.jpg

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო მივიდა დასკვნამდე, რომ ლიბიელ ამბოხებულებს ჰაერიდან იარაღის მიწოდება აღარ სჭირდებათ. ქვეყნის სამხედრო უწყების ხელმძღვანელის, ჟერარ ლონგის თქმით, ამჟამად იმ ტერიტორიაზე, სადაც ამბოხებულები იმყოფებიან, ისეთი სიტუაციაა, რომ მათ თავად შეუძლიათ მესამე მხარისაგან იარაღის შესყიდვა.

მინისტრის თქმით, პოლიტიკური სტატუსი, ამბოხებულებს ახალ შესაძლებლობებს უხსნის, სამხედრო ტექნიკისა და შეიარღების შეძენის კუთხით. ისინი, ფაქტობრივად, ავტონომიის მდგომარეობაში არიან და ეს ფაქტორი შესაძლებლობას მისცემთ, თავდაცვის საშუალებების მისაღებად – აცხადებენ საფრანგეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.   

0

ავტორი: