12:45:17     29-03-2019
НТВ-მ პეტრო პოროშენკოს შვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელა
უკრაინაში მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატს შვილის პირადი კადრებით აშანტაჟებენ. პეტრო პოროშენკოს 18 წლის შვილის ვიდეო მასალა რუსულმა ტელეკომპანია НТВ- მ გაავრცელა.
კადრებში მიხეილ პოროშენკო მეგობრებთან ერთად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
კანდიდატები ამბობენ, რომ ეს არის ყველაზე ბინძური არჩევნები უკრაინის ისტორიაში.
ბოლო სოციალური კვლევებით კანდიდატებს შორის სხვაობა იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია პროგნოზები გააკეთო ვინ იქნება უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება. დღეს კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ბოლო დღე აქვთ. ხვალ კი ისინი საარჩევნო კამპანიას შეწყვეტენ. უკრაინაში ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის ვინაობა არჩევნების პირველ ტურში ვერ გაირკვევა.
0