სირიაში სამხედროები ხალხს აპატიმრებენ სირიაში სამხედროები ხალხს აპატიმრებენ />


  11:13:29     06-07-2011

სირიაში სამხედროები ხალხს აპატიმრებენ

a7760.jpg

სირიულ ქალაქ ჰამაში სამხედროებმა 250 ადამიანი დააპატიმრეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „თავისუფლებას“ ადამიანის უფლებათა დამცველი სირიული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, რამიდ აბდელრაჰმანმა მიაწოდა.

თვითმხილველთა განცხადებით, ქალაქში ჯარისკაცები 30 ავტობუსით მიიყვანეს. ისინი სახლებში შეიჭრნენ, განახორციელეს ჩხრეკა, დააპატიმრეს ადამიანები და რამდენჯერმე გასროლაც განახორციელეს.

სამხედროების და ტექნიკის შესვლის შემდეგ, ჰამაში სამი ადამიანი დაიღუპა. ქალაქის მცხოვრებლები ქალაქში სამხედრო ტექნიკის შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ. დაღუპულთა შორის არიან 13 წლის ბავშვი და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთა სხეულებიც სამხედროებმა მდინარე ორონტესში გადააგდეს. ქალაქში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება.

0

ავტორი: