ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან />


  09:59:28     29-03-2019

ალიევი და ფაშინიანი ერთმანეთს ვენაში შეხვდებიან

a88714.jpg

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 29 მარტს ვენაში შეხვედრას გამართავენ.

"ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისგან მიღებული შეთავაზების საფუძველზე მიღწეულია შეთანხმება 29 მარტს, ვენაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის თაობაზე. შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს", - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ოფიციალურმა ერევანმა ასევე დაადასტურა აღნიშნული შეხვედრის ჩატარების თაობაზე მიღწეული შეთანხმება.

0

ავტორი: