12:13:41     28-03-2019
თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა
თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა. დაშავებულს დაზიანებები მარცხენა მხარის არეში აქვს მიყენებული.
დაჭრის მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. დაშავებული შუა ხნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.
ექიმის ინფორმაციით, ქალბატონს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. მედიკოსებმა დაშავებული კლინიკიდან სალხში უკვე გაწერეს.
შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის გასნზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დაჭრაში ბრალდებული გოგო პოლიციამ უკვე დააკავა.
0