14:15:05     25-03-2019
პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე, 24 წლის მამაკაცი მოკლეს. დაშავებულია ასევე საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი.
ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.
ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.
0