ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს />


  16:11:33     21-03-2019

ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს

a88472.jpg

ოზურგეთში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს. 

შემთხვევა 19 მარტს სოფელ ძიმითში მოხდა, თუმცა მომხდარის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

შსს-ის ინფორმაციით,19 მარტს, ღამის საათებში სოფელ ძიმითის გზაზე საპატრულო ეკიპაჟმა გადამოწმების მიზნით ავტომანქანა გააჩერა, რომლის მგზავრიც მანქანიდან გადმოვიდა, საპატრულო ეკიპაჟის ავტომობილის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

უწყების ცნობით, პირის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს მისი დაკავების ღონისძიებები.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა) და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა- შენახვა-ტარება) მიმდინარეობს, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

0

ავტორი: