სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეტადონი" ამოიღეს სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეტადონი" ამოიღეს /> "/> " />


  10:15:54     21-03-2019

სამართალდამცველებმა ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეტადონი" ამოიღეს

a88448.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული გ.შ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

0

ავტორი: