16:23:10     20-03-2019
მუხიანში სუპერმარკეტი გაძარცვეს - მოპარულია 5000 ლარის ღირებულების სიგარეტი

მუხიანში, ნიღბიანმა პირებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტი გაძარცვეს. წაღებულია 5000 ლარის ღირებულების სიგარეტი.
თავდამსხმელებმა, რომლებიც სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, შენობაში სულ 3 წუთი გაატარეს და ადგილიდან მალევე მიიმალნენ.
„სიგარეტები ბლოკებით არის წაღებული. მხოლოდ სიგარეტებია წაღებული. დაკავებული არ ვიცი თუ არის ვინმე. ნიღბიანები იყვნენ. კარებზე არის ბოქლომის ჟალუზი ჩაჭრილი,“ - აცხადებენ სუპერმარკეტში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარკეტის გაქურდვის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის II ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.
0