„ყველაფერი წაიღეს“, „გაგვძარცვეს“, „ბავშვები დამიშინეს“ -  უკან, სიბნელეში „ყველაფერი წაიღეს“, „გაგვძარცვეს“, „ბავშვები დამიშინეს“ - უკან, სიბნელეში />


  18:02:25     16-03-2019

„ყველაფერი წაიღეს“, „გაგვძარცვეს“, „ბავშვები დამიშინეს“ - უკან, სიბნელეში

a88313.jpg

თბილისსა და საქართველოში ორგანიზებული და მძიმე დანაშაულის გარდა ქურდობის ფაქტებიც გახშირდა. 

იმის გამო რომ შს მინისტრი გახარია ბიზნესის დარეკეტებითა და ოლიგარქ ივანიშვილის დანაშაულებრივი დავალებების შესრულებით არის დაკავებული, ხოლო პოლიცია ძირითად ფუნქციას არ ასრულებს, მოქალაქეები თავს უსაფრთხოდ ვეღარ გრძნობენ. 

მკვლელობა, ყაჩაღაბა, ადამიანის გატაცება, ძარცვა, ქურდობა, ძალადობა - ეს კრიმინალური და კორუფციული საქართველოს ყოველდღიურობაა. 

„ადრე ბავშვებს თამამად ვუშვებდით გარეთ და მანქანასაც აღარ ვაჩერებდით ავტოფარეხში. ახლა კი, მანქანა უკვე ორჯერ გამიტეხეს. ბავშვები კი დამიშინეს“, - ამბობს ვარკეთილში მცხოვრები 55 წლის ინჟინერი, რომლის თქმითაც მისი ავტომობილის გარდა, „უბანში კიდევ სამი მანქანა გატეხეს ერთ დღეში“. 

მძიმეა სტატისტიკაც. მაგალითად: 124 პროცენტითაა გაზრდილი მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა. გაზრდილია ყაჩაღობა, ძარცვა და ქურდობაც. 

თალაკვაძის ბინა გაქურდეს

დაუსჯელობის სინდრომი უკვე იმდენად დიდია რომ კრიმინალები თამამად აღწევენ მოქალაქეების ბინებში, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს. 

[I=2]გამონაკლისი არც ქართული ოცნების საპარლამენტო ლიდერისა და შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, არჩილ თალაკვაძის ბინა აღმოჩნდა. მისი ბინა პირწმინდად გაქურდეს, წაიღეს ძვირფასეულობა და სეიფიც კი. 

თუმცა, სხვა ასეულობით შემთხვევისგან განსხვავებით, არჩილ თალაკვაძის ბინის გატეხვის ფაქტის გასახსნელად მთელი სახელმწიფო სტრუქტურა ამუშავდა და ეჭვმიტანილი 24 საათში დააკავეს. 

ეს მაშინ, როდესაც თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში ასეულობით მოქალაქე ამაოდ ელოდება დანაშაულის გახსნასა და შესაბამისად, მოპარული ნივთების დაბრუნებას. 

ამიტომ, დაზარალებულთა დიდი ნაწილი ეჭვობს რომ კრიმინალები ხშირად გარიგებულები არიან სამართალდამცველი სტრუქტურების მაღალჩინოსნებთან. 

„სამი თვე გავიდა უკვე, რაც გაგვძარცვეს. ყველაფერი, რაც ღირებული იყო, წაიღეს. თუმცა, საქმე დღემდე გაუხსნელია. არავინ არაფერს აკეთებს“, - წუხს ძველი რუსთავის მკვიდრი, რომელსაც შემოსავლის ერთადერთი წყარო გაუტეხეს - ჯიხური. 

უკან, შევარდნაძის საქართველოში

იყო დრო, როდესაც პოლიცია პირდაპირ დაკავშირებული იყო კრიმინალთან და კორუფციასთან. 

სამართალდამცველები იღებდნენ ქრთამებს, „კრიშავდნენ“ კრიმინალებს და მათთარ ერთად იყოფდნენ ნადავლს.

სწორედ ასეთი ასოციაციები ჩნდება ახლაც, რადგან ერთი მხრივ, კატასტროფულკად იზრდება დანაშაულის მაჩვენებელი და მეორე მხრივ, კლებულობს მისი გახსნის სტატისტიკა. 

თბილისის პოლიციის ყოფილი უფროსი, ამ ფაქტს, პრესა.ჯისთვის მიცემულ ინტერვიუში, ასე ხსნის: „კრიმინალი ქვეყანაში მართლაც საგრძნობლად გახშირებულია. ეს ყოველდღიურად და ყოველწუთიერად იგრნობა. 

დღეს, კრიმინალური სამყარო იღებს იმ ბონუსებს, რასაც მათ ხელისუფლება დაჰპირდა... 

კრიმინალები, ხელშეუხებლობის გარანტიის სანაცვლოდ არჩევნებში დაეხმარნენ ხელისუფლებას და ახლა ბონუსებს იღებენ. ვხედავ, რომ ძალიან ცუდის მიდის საქმე“, - ამბობს ირაკლი ქადაგიძე.

ექსპერტთა აზრით, კრიმინალური მდგომარეობის გაუარესების მთავარი საწყისი კრიმინალური აზროვნების მქონე ხელისუფლებაა. 

კერძოდ: ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ივანიშვილი არ ემორჩილება კანონს. კანონებს პატივს არ სცემენ მინისტრები, პროკურორები, პოლიციელები. 

სამართალდამცველი სტრუქტურები კი ორიენტირებულები არიან არა სიტუაციის გაჯანსაღებასა და მოქალაქეთა დაცვაზე, არამედ, ფულის უკანონოდ შოვნაზე, შერჩევით სამართალსა და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე. 

0

ავტორი: