10:59:46     05-07-2011
BT – სწრაფი საკავალერიო ტანკები
ბტ სერიის ტანკები იყო საბჭოთა სწრაფი საკავალერიო ტანკი, რომელიც დიდი რაოდენობით 1932დან 1941 წლამდე იწარმოებოდა.ისინი მსუბუქად იყვნენ შეჯავშნულები, თუმცა ეს ჯავშანი თავისი დროისთვის საკმაოდ ძლიერი იყო.მისი მეტსახელია „ბეტკა“, ხოლო მოფერებით „ბეტუშკას“ ეძახდნენ.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, ამ ტიპის ტანკები ძალიან დიდი რაოდენობით გამოიყენებოდა და დიდი რაოდენობითვე ნადგურდებოდა, თუმცა, ომის ბოლოსთვის, მისი გამოყენება ძალიან შემცირდა, ხოლო ომის დასარულს კი მთლიანად ამოიღეს შეიარაღებიდან.ოპერაცია „ბარბაროსას“ დროს, ნათლად გამოჩნდა, რომ ეს მსუბუქი ტანკები ვერაფელს გახდებოდნენ გერმანული „პანზერების“ წინაშე,სწორედ ამ მიზეზით დაიწყო საშუალო ტე-34 - ის წარმოება, რომელშიც ბევრი დეტალი იყო გამოყენებული.
0