11:43:53     15-03-2019
ინდოეთის ქალაქ გოაში, ქურდობის ბრალდებით, ოთხი ქართველი ტურისტი დააკავეს
ქურდობის ბრალდებით, ინდოეთში, ქალაქ გოაში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ დაკავებულების ჩხრეკისას ამოიღო ნაღდი ფული, ოქროს ორნამენტები და შვიდი მობილური ტელეფონი.
ინდური მედია წერს, რომ პოლიციაში მისი სახლის ძარცვის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რის შემდეგაც სახლთან დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით პოლიცია დამნაშავეებზე გავიდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები გოაში 7 მარტს ჩავიდნენ და ყოველდღიურად სახლს ქირაობდნენ.
0