შსს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს />


  13:28:42     08-03-2019

შსს „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

a88084.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო გლდანში, „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თბილისში, გლდანში მე-6 მ/რ-ში "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალზე დღეს მომხდარი თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე არ დასტურდება ბანკიდან ფულის გატაცების ფაქტი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა) 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მუხლებით დაიწყო.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ პოლიციის შესახამისი დანაყოფები, ექსპერტ-კრიმინალისტები, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები“, - აცხადებენ შსს-ში.

0

ავტორი: