ორი მცირეწლოვანი ბავშვი, რვა წლის ლეია კარიკო და ხუთი წლის კაროლინა, სახლის დატოვების შემდეგ გაუჩინარდა.
„სახანძრო განყოფილების უფროსმა და ადგილობრივმა მოხალისე მეხანძრემ, ლეია და კაროლინი სახლიდან 1.4 მილის მოშორებით, ტყიან ტერიტორიაზე შეამჩნიეს“, - აღნიშნა ჰუმბოლტის საგრაფოს შერიფმა, უილიამ ჰონსალმა.
გოგონები სრულიად ჯანმრთელი იპოვეს, რაც ნაწილობრივ იმ სასწავლო ტრენინგის დამსახურებაა, რომელიც მათ ადგილობრივ ახალგაზრდულ კლუბში გაიარეს.
„ტერიტორია საკმაოდ უსწორმასწოროა, ხოლო პირობები ექსტრემალური. გასაოცარია, თუ როგორ გადარჩნენ გოგონები გარეთ 44 საათი“, - ამბობს შერიფი ჰონსალი.
„გვაქვს უამრავი მსგავსი შემთხვევა, რომელიც მწუხარების ცრემლებით სრულდება, თუმცა დღეს ყველას შეგვიძლია დღე სიხარულით დავასრულოთ“, - აღნიშნა ჰუმბოლტის საგრაფოს უფროსმა, ესტელ ფენელიმ.
დედის აკრძალვის მიუხედვად, გოგონებმა მაინც გადაწყვიტეს ტყეში შესვლა. მათ სახლი პარასკევს,14:30-ზე დატოვეს.
პოლიციამ, რომელიც საღამოს ექვს საათზე გამოიძახეს, მასიური სამძებრო სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ოჯახის წევრებისა და მეზობლების მცდელობა ეპოვათ დაკარგული გოგონები წარუმატებლად დასრულდა.
დეტექტივებმა შეამჩნიეს ჩექმის ნაკვალევი ტყიან ტერიტორიაზე, გოგონების სახლთან ახლოს და საკვების ნარჩენები, რომელიც გოგონების გაქრობამდე დედას ჰქონდა შეძენილი. სწორედ ამ ფაქტებმა შეაცვლევინა სამძებრო სამსახურს მიმართულება.
0
ავტორი: