ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში, შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს სასამართლომ 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ლელა ნოზაძემ სარეზოლუციო ნაწილში განმარტა, რომ მირზა სუბელიანს ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა 375-ე მუხლით და ის დანაშაულის დაფარვაში სცნო დამნაშავედ.
დაცვის მხარე კი დღევანდელ სხდომაზე მირზა სუბელიანისთვის ჯარიმის შეფარდებას ითხოვდა.
0
ავტორი: