10:57:20     04-07-2011
რუსეთში ატომური ავიამზიდის აგება გადაიფიქრეს
რუსეთში, რამდენიმე დღის წინ დაანონსებული, ატომური ავიამზიდის მშენებლობა გადაიფიქრეს. ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის, ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, რუსეთი არ აპირებს, გრძელვადიან პერსპექტივაში, ავიამზიდების აგების პროცესის დაწყებას.
ამ განცხადებით, უარყოფილ იქნა გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის პრეზიდენტის, რომან ტროცენკოს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ 2016 წელს ახალი ატომური ავიამზიდის პროექტის წარდგენა, ხოლო 2018 წლიდან, მისი მშენებლობის დაწყება იგეგმება.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ, ტროცენკომ ისიც განაცხადა, რომ ახალი, რუსული ატომური ავიამზიდი 2023 წელს იქნებოდა მზად. კორპორაციის პრეზიდენტის აზრით, ამ კატეგორიის გემი რუსეთს სჭირდება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, რუსეთის თავდაცვის სხვა მესვეურებს, ავიამზიდთან დაკავშირებით, განსხვავებული აზრი აქვთ. შესაბამისად, ამ ახალი იდეის ხორცშესხმა, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
0