ისრაელი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის განახლებას არ გამორიცხავს ისრაელი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის განახლებას არ გამორიცხავს />


  11:37:02     19-09-2010

ისრაელი საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის განახლებას არ გამორიცხავს

a1173.jpg

[თეონა აქუბარდია – სამხედრო-ანალიტიკური ჯგუფი „ჰერი“]

როგორც რადიო თავისუფლების რუსეთის ბიურო იტყობინება, ისრაელის მმართველი საპარლამენტო კოალიციის მოადგილემ ზევ ელკინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ–სირიის სამხედრო შეთანხმება შედგება და რუსეთი სირიას მიჰყიდის სარაკეტო კომლექს „იახონტს“ , ამან შეიძლება საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის განახლება გამოიწვიოს.

მისი თქმით, ისრაელი ცდილობს გაითვალისწინოს რუსეთის ინტერესები და მაგალითისთვის საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის უმეტეს სფეროში გაყინვა მოიყვანა. ამასთან მისი თქმით, თუ რუსეთს სურს რომ ისრაელმა გაითვალისწინოს მისი აზრი, თავადაც იგივე უნდა გააკეთოს.

რუსული „კომერსანტი“ კი აღნიშნულ თემაზე აქვეყნებს მოსკოვის სტრატეგიის და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის დირექტორის რუსლან პუხოვის ინტერვიუს, სადაც იგი აცხადებს, რომ „ისრაელმა მოასწრო საქართველოს კბილებამდე შეიარაღება“. რუსი ექსპერტი ბოდვას უწოდებს იმას, რომ რუსეთის მიერ სირიისთვის მიყიდული შეიარაღება შესაძლოა „ჰესბოლის“ ხელში აღმოჩნდეს“.

მისი თქმით, „იახონტ“–ი სტაციონარული კომპლექსია, რომელიც ადაპტირებულია ძალიან დიდ გემებზე დარტყმისვის და სირიას ის ამერიკის შეჭრის შემთხვევისთვის სჭირდება. თუ არავინ აპირებს სირიის ნაპირებზე თავდასხმას, საშიშროებაც არ იქნება“, – განაცხადა კომერსანტთან საუბრისას რუსმა ექსპერტმა“.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 17 სექტემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდუკოვმა განაცხადა, რომ 2007 წელს სირიასთან გაფორმებული გემსაწინააღმდეგო სარაკეტო კომლექსის „იახონტის“  მიყიდვის შესახებ სამხედრო კონტრაქტი  შესრულდება.

ისრაელი ცდილობდა მთელი სამი წლის განმავლობაში ხელი შეეშალა ამ გარიგებისთვის. რამდენადაც სირიის მიერ ამ შეიარაღების შესყიდვა რეგიონში ძალთა ბალანსს სერიოზულად შეარყევს. ამასთან რუსეთის თავდაცვის მინისტრის ეს განცხადება გაკეთდა ერთი კვირის თავზე, მას შემდეგ, რაც ისრაელმა რუსეთთან სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.

მომზადებულია რადიო თავისუფლებისა და „კომერსანტის“  მასალებზე დაყდნობით

0

ავტორი: