10:56:39     04-07-2011
კანადა არქტიკაში სამხედრო წრთვნებს ჩაატარებს
კანადის თავდაცვის მინისტრმა პიტერ მაკკეიმ, სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არქტიკაში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარებას აპირებს. მინისტრის თქმით, სწავლება, სახელწოდებით „Nanook“, 2011 წლის აგვისტოში გაიმართება. კანადური მედიის ინფორმაციით, სწავლების მიზანი არქტიკაში კანადის სამხედრო პოზიციების გაძლიერებაა.მინისტრის ინფორმაციით, ეს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მსხვილმასშტაბიანი წრთვნა იქნება და მასში მონაწილეობას 1000-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი მიიღებს. გარდა ქვეითებისა, სწავლებაში ასევე ჩართულნი იქნებიან მოიერიშეები, CF-18 „ჰორნეტი“ და ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების სხვა თვითმფრინავები, ასევე, კანადის ფლოტის ხომალდები. სწავლებაში მონაწილეობას მიიღებენ ინუიტი-რეზერვისტებიც (ამ სახელს საკუთარ თავს ესკიმოსები უწოდებენ) და კანადელი რეინჯერების ხუთი საპატრულო ჯგუფი. წრთვნა რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. 0