საოკუპაციო ხაზთან 16 წლის მოზარდი გაიტაცეს და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ საოკუპაციო ხაზთან 16 წლის მოზარდი გაიტაცეს და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ />


  18:02:58     01-03-2019

საოკუპაციო ხაზთან 16 წლის მოზარდი გაიტაცეს და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ

a87853.jpg

საოკუპაციო ხაზთან წუხელ ღამით კიდევ ერთი პირი გაიტაცეს და სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. 

16 წლის ჭუბურხინჯის მკვიდრი დაკავების დროს ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა. არასრულწლოვანი ბიჭი კიბის დახმარებით რუხი-ჭუბურხინჯის მონაკვეთზე მავთულხლართებზე გადმოპარვას აპირებდა.

როგორც ცნობილია, არასრულწლოვანი დაკავების დროს კვლავ ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადახტა და გაქცევა სცადა.

არასრულწლოვანი გალის იზოლატორში იყო გადაყვანილი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის მოადგილის თქმით, 16 წლის ბიჭი საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.
0

ავტორი: