რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონადან მამაკაცი გაიტაცეს.
წუხელ, ღამით 55 წლის გულადი ხუბუა ოკუპანტებმა მდინარე ენგურის ნაპირთან, ოკუპაციის ხაზიდან იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მის მიერვე დარგულ მწვანე ნარგავებსა და ხეებს ათვალიერებდა.
ოჯახის წევრების ცნობით, მათ ოკუპანტები დღეს დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გულადი ხუბუა საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
0
ავტორი: