10:50:12     04-07-2011
ცხვრის მწვადი ნივრით
მასალა:
500 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი
მრგვალად დაჭრილი ხახვი
მარილი, პილპილი
ხორცის მცირე ნაჭრები ჩამოვაცვათ შამფურზე ხახვის ნაჭრებთან ერთად, კარგად მოვაყაროთ მარილი, პილპილი და შევწვათ. ხორცთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ ნივრის სოუსი, რომლის მოსამზადებლადაც უნდა ავურიოთ 10 ცალი გახეხილი ნუშის მარცვალი, 2 სუფრის კოვზი რბილი პურის მარცვლები, ½ ჭიქა მცენარეული ზეთი, 1 კვერცხის გული, ½ ლიმონი, მარილი. ნიორი, ნუში და პურის მარცვლები დავნაყოთ, დავუმატოთ კვერცხის გული და მუდმივი მორევისას თანდათან ვამატოთ ზეთი. ბოლოს დავამატოთ მარილი და ლიმონის წვენი. დავდგათ ცივ ადგილას.
0