10:04:04     28-02-2019
"სახლთან გაჩერებული მანქანა დამიმტვრიეს და გაქურდეს... წაღებულია ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა"
ინტერნეტ მომხმარებელი ქეთო ქენქაძე სოციალურ ქსელში ამ ისტორიას და ფოტოებს აქვეყნებს:
"ზუსტად ერთი კვირის წინ, 20 რიცხვში, გვიან ღამე(სავარაუდოდ 3-5საათზე) სახლთან გაჩერებული მანქანა დამიმტვრიეს და გაქურდეს. წაღებულია ყველაფერი, რისი წაღებაც შეიძლებოდა: კაპოტი, შიტოკი, ფარები, აკუმულატორი...გამოვიძახე პატრული, რომელიც ზუსტად 40 წუთში მოვიდა, ნახა ასე ნაწილ-ნაწილ გაძარცვული მანქანა, კარგად იცინეს, ჩვენ ასეთი არაფერი არ გვინახავსო. უცებ ერთ-ერთ პატრულის თანამშრომელს გონება გაუნათდა, ბოლოს მომხდარი საგზაო შემთხვევები გადაემოწმებინათ ჩემი მანქანის ანალოგი ხომ არ დაზიანებულა, ამაზე მეორე თანამშრომელმა დასცინა, ყველას როგორ გადაამოწმებო.
ამასობაში სამმართველოს უფროსმა გამიმხილა, შენს მეზობელს აივანზე კამერა აქვს დამონტაჟებული, მაგრამ რთულად იხსნება, რამდენად შევძლებთ გადამოწმებას არ ვიცი, თან საკითხავია ის კაცი საერთოდ თუ მოგვცემს კამერის ნახვის უფლებასო ხო, ამას მეუბნება სამმართველოს უფროსი არ გეჩვენებათ... თან გამაფრთხილეს სანამ გამოძიება მიმდინარეობს facebook-ზე არ დაპოსტოვო.ამ ყველაფრის შემდეგ არავინ დამკავშირებია. დავრეკე გამომძიებელთან გუშინ, პასუხი : რამე სიახლე რომ ყოფილიყო თავად დაგიკავშირდებოდითო. მაინც ჩავეძიე, ახლა რა ეტაპზეა გამოძიება, კამერები თუ გადაამოწმეთ-მეთქი, პასუხი: ”რამე რომ ენახათ მეტყოდნენ”. ანუ არც უკითხავს თანამშრომლებისთვის გადაამოწმეს თუ არა კამერები და იყო თუ არა საეჭვო რამე.
საქმეც ალბათ დახურეს. ნორმალური პასუხი ვერ მივიღე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia თქვენ რას ფიქრობთ?!," - წერს ინტერნეტ მომხმარებელი.
0