ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა გულიაშვილს სახეში იარაღი ჩაარტყა და სასტიკად სცემა - ახალი დეტალები ქაშუეთთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა გულიაშვილს სახეში იარაღი ჩაარტყა და სასტიკად სცემა - ახალი დეტალები ქაშუეთთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ />


  16:44:50     23-02-2019

ფარცხალაძის გარემოცვის წევრმა გულიაშვილს სახეში იარაღი ჩაარტყა და სასტიკად სცემა - ახალი დეტალები ქაშუეთთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ

a87638.jpg

სისხლიანი დაპირისპირება მოხდა ქაშუეთის ეკლესიასთან. სამძიმარზე მისულ 39 წლის დავით გულიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

დაზარალებული აცხადებს რომ მას ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეგობარმა და გარემოცვის წევრმა, გიორგი მიქაძემ სახეში იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და სცემა.

მისი თქმით, დაპირისპირება რამდენიმე წლის წინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის შემდეგაც მთაწმინდის პოლიციამ გულიაშვილს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, თუმცა, მან პოლიციის ულტიმატუმი არ გაითვალისწინა...

ნაცემი გულიაშვილის დედა ადასტურებს რომ მისი შვილი ახლობლის სამძიმარზე იმყოფებოდა, რა დროსაც ყოფილი მთავარი პროკურორის ახლო გარემოცვის წევრი მიუახლოვდა და იარაღით სცემა.

გულიაშვილის დედის განცხადებით, სისხლიან დაპირისპირებას პოლიციაც შეესწრო, თუმცა, იმის გამო რომ თავდამსხმელი ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ახლობელია, არ დაუკავებია.

ნაცემი გულიაშვილი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ორი დღის წინ, ივანიშვილის პოლიტიკური პოლიციის დაკვეთით დაწერილი ცრუ საჩივრის საფუძველზე, სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას "პანღური ჩაუდეს" და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.

ეს ხდება იქ, სადაც შს მინისტრი გახარია აპატიმრებს ნაციონალური მოძრაობის რეგიონალურ მდივანს, დავით კირკიტაძეს და "ყურზე ხახვსაც ვერ აჭრის" ივანიშვილის ყველაზე ბნელი საქმეების შემსრულებლის, ყოფილი მთავარი პროკურორისა და ბოტასის ქურდობისათვის გასამართლებულის, ოთარ ფარცხალაძის მოძალადე გარემოცვის წევრებს.


 

0

ავტორი: