სამხარაულის ექსპერტმა სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი მოიპარა სამხარაულის ექსპერტმა სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი მოიპარა />


  13:34:39     23-02-2019

სამხარაულის ექსპერტმა სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი მოიპარა

a87636.jpg

მთავარმა პროკურატურამ სამხარაულის ექსპერტიზის თანამშრომელი დიდი რაოდენობით ოქროს ნივთების ქურდობისთვის ერთი პირი დააკავა.

ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. 

მთავარი პრიკურატურა ფაქტს ადასტურებს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს. 

"მითვისება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" და მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით" - აცხადებენ უწყებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულმა დაცული სეიფიდან ათი ათასობით ლარის ოქრო და ბრილიანტი გაიტანა.
0

ავტორი: