სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა (ფოტოები) სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა (ფოტოები) />


  16:47:13     20-02-2019

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა (ფოტოები)

a87549.jpg

სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრებზე, რომლებიც ბელვიუს სასახლეში პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროპული მისწრაფებები განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რადგან გერმანია ევროკავშირის ლიდერი ქვეყანაა და მისი აზრი და დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრებზე განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს.

პრეზიდენტის თქმით, გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა. 

დღეს სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელსაც შეხვდება.

"მადლობა Bundespräsident Frank-Walter Steinmeier-ს გულთბილი მიღებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გულში გვყავდეს ისეთი მეგობარი, როგორიც გერმანიაა.
0

ავტორი: