კადაფი ქალებს არმიაში იწვევს კადაფი ქალებს არმიაში იწვევს />


  12:56:58     02-07-2011

კადაფი ქალებს არმიაში იწვევს

a7636.jpg

ლიბიის ლიდერმა თავის თანამემამულე ქალბატონებს იარაღის ხელში აღებისა და მეამბოხეების და ნატოს ჯარების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდა. ამ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ამის შემდეგ, ქალბატონებმა სხვადასხვა სასწავლო ცენტრებს მიაკითხეს და სროლაში ვარჯიში დაიწყეს.

სპეციალური კურსები იქნა ორგანიზებული ქალაქ ბანი-ვალიდში. ქალი სამხედრო-ინსტრუქტორების თქმით, ვარჯიშის დროს, სუსტი სქესის წარმომადგენლები ისწავლიან ცეცხლსასროლი იარაღის მოპყრობასა და სროლას, რათა შემდეგ სამშობლო და პოლკოვნიკი კადაფი დაიცვან.

კურსების გავლის მსურველებმა კი უკვე განაცხადეს, რომ მომზადებით კმაყოფილნი არიან და ვარჯიშიც მოეწონათ. ჩრდილო აფრიკის ქვეყნის წარმომადგენელი ქალბატონები დარწმუნებულნი არიან, რომ ამბოხებულებსაც გაუსწორდებიან და ნატოს ძალებსაც აჯობებენ.

0

ავტორი: