წიწილა გარნირით წიწილა გარნირით />


  12:55:25     02-07-2011

წიწილა გარნირით

a7633.jpg

მასალა:

1 კილოგრამი წიწილა

150 გრამი კარაქი

50 გრამი ხახვი

50 გრამი სტაფილო

50 გრამი ნიახური

15 გრამი ნიორი

25 გრამი ფქვილი

500 გრამი პამიდორი

300 გრამი ბულიონი

15 გრამი ოხრახუში

250 გრამი ნორჩი მუხუდო

წიწილების ფილე და ფეხები მოვათავსოთ კარაქწასმულ ქვაბში და შევბრაწოთ. მოვაყაროთ მარილი, დავასხათ ბულიონი, დავამატოთ ხახვი, სტაფილო და ნიახური, დავახუროთ თავსახური და ვშუშოთ მზადყოფნამდე. ფილე და ფეხები ამოვიღოთ. კარაქში რომელშიც ისინი იწვებოდა მოვხრაკოთ დაჭრილი ხახვი და ნიორი, შემდეგ დავამატოთ ფქვილი, გასუფთავებული და დაჭრილი პამიდორი, დავასხათ ქათმის ბულიონი და ვხარშოთ 10-15 წუთის განმავლობაში. დავამატოთ ფილე და ფეხები და წამოვადუღოთ. გარნირად მივიტანოთ მოხარშული და კარაქდამატებული მუხუდო.

0

ავტორი: