12:55:00     02-07-2011
ომლეტი პორტუგალიურად
მასალა:
6 ცალი კვერცხი
50 გრამი სახამებელი
1 ჭიქა რძე
1 თავი მცირე ზომის ხახვი
ცოტა სოკო
წითელი დანაყილი პილპილი
მარილი
შავი დანაყილი პილპილი
მცენარეული ზეთი
ღორის ქონი
ავთქვიფოთ კვერცხი სახამებელთან, რძესთან, მარილთან და წითელ პილპილთან ერთად. ღორის ქონი დავჭრათ საკმაოდ მსხვილ ნაჭრებად, ხახვი კი წვრილ ნაჭრებად. სოკო გავასუფთავოთ და წვრილად დავჭრათ. შემდეგ მსუბუქად შევწვათ ღორის ქონი, დავამატოთ ხახვი, ვშუშოთ 10 წუთის განმავლობაში, კარგად მოვაყაროთ მარილი და შავი პილპილი. მოშუშული სოკო გავაციოთ, ფრთხილად შევურიოთ კვერცხებს და და სწრაფად შევწვათ ომლეტი მცენარეულ ზეთში.
0