ფიდელ კასტროს ქალიშვილზე ფილმს იღებენ ფიდელ კასტროს ქალიშვილზე ფილმს იღებენ />


  12:53:48     02-07-2011

ფიდელ კასტროს ქალიშვილზე ფილმს იღებენ

a7637.jpg

მაიკლ რედფორდი ბიოგრაფიული კინოსურათის, „კასტროს ქალიშვილის“ რეჟისორი გახდა. ამის შესახებ „IndieWire“ იუწყება.

ფილმის სიუჟეტი ალინა ფერნანდესის მემუარებს დაეფუძნება. ალინა კასტროს ქორწინებისგარეშე დაბადებული შვილია. ფერნანდესი 1956 წელს დაიბადა, 1993 წელს, მან კუბა დატოვა და 1998–ში, წიგნი, სახელწოდებით „კასტროს ქალიშვილი: კუბიდან გამოძევების შესახებ მოგონებები“ დაწერა. დიდი ეკრანისათვის, ალინას ნაშრომის ადაპტაცია სცენარისტმა რობერტ მორესკომ და კუბელმა დრამატურგმა, ნილო კრუსმა განახორციელეს.

კინოსურათის გადაღების იდეა, ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა დაანონსებული. მაშინ იუწყებოდნენ, რომ თავად ფერნანდესი ფილმის კონსულტანტი იქნებოდა. კინოსურათი, როგორც ვარაუდობენ, ეკრანებზე 2012 წელს გამოვა.  

0

ავტორი: