მზიურში სოციალური კაფე გაძარცვეს მზიურში სოციალური კაფე გაძარცვეს />


  12:21:33     13-02-2019

მზიურში სოციალური კაფე გაძარცვეს

a87268.jpg

მზიურში მდებარე სოციალური კაფეს დამფუძნებლის, ანა გოგუაძის თქმით, კაფე დილას გაძარცვული დახვდათ. წაღებულია ლეპტოპი, ტელეფონი, აიპადი, 165 ლარი და მოგლეჯილია ორი სათვალთვალო კამერა.

მზიურის მთელ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში იმყოფება დაცვა. დაცვის ჯიხური კაფედან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარეობს.

როგორც ანა გოგუაძე ამბობს, ძარცვაში 5 არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

სოციალური კაფე მზიურში "ახალი მზიურის" კონცეფციის ნაწილია. ის სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.
0

ავტორი: