ვერა წიგნაძე – ქართული ბალეტის ლეგენდა ვერა წიგნაძე – ქართული ბალეტის ლეგენდა />


  11:18:17     02-07-2011

ვერა წიგნაძე – ქართული ბალეტის ლეგენდა

a7628.jpg

ქართველი ბალერინა ვერა წიგნაძე 1924 წელს ბაქოში დაიბადა. 1943 წელს დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1943-1946 წლებში ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვახტანგ ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე.

წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოსტატობა, მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული და გმირული ხასიათის როლებში: ჟიზელი (ადანის „ჟიზელი“), ლაურენსია (კრეინის „ლაურენსია“), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის „გედის ტბა“), ნიკია (მინკუსის „ბაიადერა“), ავრორა (ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“), ტაო-ხოა (გლიერის „წითელი ყაყაჩო“). წიგნაძე ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთასორისო ფესტივალის ლაურეატია (1949).

2007 წელს, ორ უსახელო ვარსკვლავს, ქართული საბალეტო სკოლის კორიფეების, ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელები უწოდეს.

0

ავტორი: