16:09:02     12-02-2019
ილონ მასკის თქმით, მარსზე საცხოვრებლად გადასვლა შეიძლება $100 ათასზე ნაკლები დაგიჯდეთ
ილონ მასკის ინფორმაციით, მარსზე საცხოვრებლად გადასვლა ერთ დღეს 500 ათას დოლარზე ნაკლები ეღირება. ის ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წასვლის მსურველს, შესაძლოა, $100 ათასიც ეყოს, - ამის შესახებ SpaceX-ის ავტორმა ტვიტერზე დაწერა.
„საბოლოო ფასი დამოკიდებულია მოგზაურების მოცულობაზე, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღესაც მარსზე საცხოვრებლად გასვლა $500 ათასზე ნაკლები ეღირება, შესაძლოა ეს რიცხვი $100 ათასსაც კი ჩამოცდეს. ეს იმდენად ცოტა იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრობენ, სურვილის შემთხვევაში დედამიწაზე სახლის გაყიდვას და ამ ფულით მარსზე წასვლას შეძლებენ“, - აღნიშნა მასკმა.
მასკი აგრეთვე დასძენს, რომ მარსიდან უკან დასაბრუნებელი ბილეთი უფასო იქნება.
0
ავტორი:
მასკი აგრეთვე დასძენს, რომ მარსიდან უკან დასაბრუნებელი ბილეთი უფასო იქნება.