"ბრალდებულმა თავის 13 წლის ძმისშვილს განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით, სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა" "ბრალდებულმა თავის 13 წლის ძმისშვილს განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით, სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა" /> "/> " />


  14:36:49     12-02-2019

"ბრალდებულმა თავის 13 წლის ძმისშვილს განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით, სხეულზე 20-მდე დაზიანება მიაყენა"

a87244.jpg

რუსთავის საქალაქო სასამართლო 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროცესს ესწრება ბრალდებული ვალერი ირემაძე.

პროკურატურა ირემაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს.

"დადგენილია, რომ ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით, საოჯახო დანის გამოყენებით არასრულწლოვანს სხეულზე 20- მდე დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

პროკურატურის პოზიციაა, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყოს პატიმრობა. რაც შეეხება მოსაზრებას, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას იყო შეურაცხად მდგომარეობაში, ამასთან დაინიშნა სტაციონარულ ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც განსაზღვრავს მოქმედებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შეურაცხად მდგომარეობაში.

ექსპერტიზის დასკვნა იქნება განმსაზღვრელი მოხდება თუ არა ბრალდებულის სისხლის სამართლის წესით გასამართლება თუ დაენიშნება იძულებითი მკურნალობა", - განაცხადა პროკურორმა ლევან ჯალაღონიამ.

მკვლელობა რუსთავში, 10 თებერვალს მოხდა. ვალერი ირემაძე 13 წლის ძმის შვილის მკვლელობაშია ბრალდებული.
0

ავტორი: