ზეცის რაინდები ზეცის რაინდები />


  01:32:40     02-07-2011

ზეცის რაინდები

a7623.jpg

პირველი მსოფლიო ომის დაწყების მომენტისთვის, ავიაცია საკმაოდ დინამიური ტემპებით ვითარდებოდა. 1913 წლისთვის აეროპლანების მიერ განვითარებულმა სიჩქარემ 200 კმ/სთ-ს გადააჭარბა. მაგრამ სამხედროები, საბრძოლო პირობებში მათ ადგილს ვერ ხედავდნენ. ზოგიერთი კი პირდაპირ ამტკიცებდა მათი ამ მხრივ გამოყენების შეუძლებლობას. ამიტომაც ომის პირველ ეტაპზე ავიაციას მხოლოდ ერთი ფუნქცია - საჰაერო დაზვერვის წარმოება და საკუთარი არტელერიის ცეცხლის კორექტირება ევალებოდა.

ბრძოლის ველზე აეროპლანების გამოჩენას, ქვეითებისთვის შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. საკუთარი პოზიციებისა და სანგრების თავზე გადაფრენილ აეროპლანს ისინი საშტატო იარაღიდან უხსნიდნენ ცეცხლს. მართალია ეს მეთოდი არც ისე ეფექტური იყო. მაგრამ პირველ მსოფლიო ომში, პირველი ავიატორი სწორედ მიწიდან ნასროლმა ტყვიამ შეიწირა. ნათელი იყო რომ მოწინააღმდეგის თვითმფრინავთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება ისევ თვითმფრინავი იქნებოდა.

მაგრამ იმ მომენტისთვის, თუ არ ჩავთვლით მფრინავის რევოლვერს, თვითმფრინავი შეუიარაღებელი იყო. მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად კი უფრო სერიოზული შეიარაღება იყო საჭირო. შემოთავაზებული პროექტები ამბიციოზურობით ერთი მეორეს უსწრებდა. მაგალითად ბადე, რომელსაც პროპელერი უნდა გაეჩერებინა.

მაგრამ რადიკალური გადაწყვეტილება მხოლოდ თვითმფრინავის შეიარაღებაში მდგომარეობდა. თუმცა იყო გარკვეული სირთულე, რომელსაც ხრახნი ქმნიდა. იმ პერიოდში ჯერ არ იყო გამოგონილი მექანიზმი, რომელიც მფრინავს მბრუნავი ხრახნის სიბნრტყეში, მისი დაზიანების გარეშე, სროლის საშუალებას მისცემდა. ამიტომაც აეროპლანების "მილიტარიზაციის" საწყის ეტაპზე, კონსტრუქტორები მიმწოლი ხრახნის სქემის მიხედვით შექმნილ აეროპლანებს ანიჭებდნენ უპირატესობას. ამ შემთხვევაში ძრავა და პრობლემის მთავარი მიზეზი - ხრახნი, მფრინავის უკან იყო განთავსებული. განთავისუფლებულ ცხივრში კი იმდენი ტყვიამფრქვევის დაყენება შეიძლებოდა, რამდენის საშუალებასაც საფრენი აპრატის შესაძლებლობები იძლეოდნენ.

რადიკალური გამოსავალი 1914 წელს მოინახა, როდესაც ფრანგმა მფრინავმა როლან გაროსმა ერთადგილიან მონოპლანზე, საკუთარი კონსტრუქციის სინქრონიზატორი ანუ იგივე მწყვეტარა დააყენა. ამიერიდან ხრახნის სიბრტყეში სროლა თავისუფლად შეიძლებოდა. სხვათა შორის ეს ის როლან გაროსია, რომლის სახელსაც დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი პრესტიჟული საფრანგეთის ღია საჩოგბურთო ტურნირი ატარებს.

1915 წლის თებერვლისთვის ფრონტზე ერთი ტყვიამფრქვევით შეიარაღებული გამანადგურებელი გამოჩნდა, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით წარმოუდგენელი შესაძლებლობა - ხრახნის სიბრტყეში სროლა - გააჩნდა. შემდეგ თვეში გაროსი თავისი გამოგონების წყალობით, გერმანელებისთვის გუგებარი მეთოდით, სამ გამანადგურებელს აგდებს.

გერმანელები მალევე დაინტერესდნენ ახალი იარაღით და 1915 წლის 18 აპრილს გაროს თვითმფრინავი საზენიტო არტილერიის მსხვერპლი ხდება. ჩამოგდებული აპარატი გერმანელებმა დეტალურად შეისწავლეს და საკუთარ თვითმფრინავებზე ფრანგის გამოგონება გამოიყენეს. ამ მომენტიდან ევროპის ცაში საჰაერო შერკინენების ახალი ხანა დაიწყო.

მალე საჰაერო ბრძოლებმა მასიური ხასიათი მიიღო და არმიებს მფრინავების რაოდენობის გაზრდა დასჭირდათ. საჩქაროდ იქმნებოდა საფრენოსნო სკოლები, კადრების მოძიება კი სხვადასხვა სახეობების ჯარებიდან ხდებოდა. ხშირად ავიაციაში მოსულ ხალხს მასთან არანაირი კავშირი არ ქონდათ. მანფრედ ფონ რიხთჰოფენმა, გერმანიის საუკეთესო ასმა 80 გამარჯვებით, ომი კავალერისტის რანგში დაიწყო. ყველაზე შედეგიანი ამერიკელი პილოტი ედუარდ რიკენბაკერი ცნობილი ავტომრბოლელი იყო. გერმანიის საგამანადგურებლო ავიაციის ფუძემდებელი და საჰაერო ბრძოლის ტაქტიკის ავტორი ოსვალდ ბელკე, ომამდე კი ტელეგრაფისტად მუშაობდა.

გამოჩენილ მფრინავებს თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ. 1916 წელს მაქს იმელმანის დაღუპვის შემდეგ, ოსვალდ ბელკე საუკეთესო მფრინავი გახდა. ახალგაზრდა მფრინავების მოსამზადებლად, მისი გამოცდილება იმდენად ძვირფასი იყო რომ კაიზერ ვილგელმმა მას ფრენაც კი აუკრძალა.

მსგავსი დონის მფრინავები ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი გამარჯვებების შესახებ გაზეთები მუდმივად წერდნენ. ზოგჯერ მათ რეალურ შესაძლებლობებსაც კი აზვიადებდნენ.

"ფოკერებსა" და მოკავშირეთა გამანადგურებლებს შორის არსებული პარიტეტს დიდხანს არ უარსებია. 1916 წლის სექტემბერში ახალი "ალბატროსის" გამოჩენით, ინიციატივა ისევ გერმანელების მხარეს გადავიდა. მისი ძრავა გაცილებით ძლიერი იყო და შესაბამისად სიჩქარეც უფრო მაღალი გააჩნდა.

გერმანელები "ალბატროსს" გამუდმებით აუმჯობესებდნენ. ერთი მხარის წარმატებებს, კი მეორეს ტრაგედია მოქონდა. მოკავშირეები დიდ ზარალს განცდიდნენ. იმ პერიოდში მათი მფრინავის საბრძოლო კარიერა საშუალოდ 3 კვირას არ აღემატებოდა.

გერმანელების პასუხად "სოფთფიჩ ქემელზე", რომელმაც ინგლისელებს გარკვეული წარმატება მოუტანა, ფოკერის ახალი Dr.1 იყო. ამ თვითმფრინავზე გერმანიის საუკეთესო ასები დაფრინავდნენ. მოხერხებულ ხელებში ეს თვითმფრინავი ჰაერში სასწაულებს აკეთებდა.

მანფრედ ფონ რიხთჰოფენი მასზე 1917 წლის სექტემბერში გადაჯდა. თავისი თვითმფრინავის წითელი ფერის შეღებილობის გამო, მას "წითელი ბარონი" შეარქვეს. 1918 წლისთვის გერმანელებისთვის ის ნაციონალური გმირი, მოკავშირეებისთვის კი ჰაერში ყველაზე დიდი პრობლემა იყო. მისი ესკადრილია, რომელსაც თვითმფრინავების ჭრელი შეფერილობის გამო "მფრინავი ცირკი" შეარქვეს, მოკავშირეებს შიშის ზარს სცემდა.

მაგრამ 80-ე გამარჯვება "წითელი ბარონისთვის" უკანასკნელი გამოდგა. 1918 წლის 21 აპრილსს, საჰაერო ბრძოლაში გართული რიხთჰოფენი კაპიტან როი ბრაუნის მსხვერპლი გახდა.

"უძლეველის" (რიხთჰოფენს ასეც ეძახდნენ) დაღუპვით, გერმანიის არმიის სულისკვეთება მნიშვნელოვნად დაეცა. პირველი მსოფლიო ომი თავის ლოგიკურ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთეული გმირების მოქმედებას აღარ შეეძლო მისი მსვლელობის შეცვლა.

0

ავტორი: