13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა />


  10:48:20     12-02-2019

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა

a87227.jpg

13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულ, 29 წლის  ვალერი ირემაძეს ბრალი წაუყენეს. 

ადვოკატის თქმით, ზურა დალაქიშვილმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტებით წაუყენეს, რაც არასრულლწლოვნის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას წინასწარი შეცნობით გულისხმობს.

გამომძიებელ ნუკრი მატუას განცხადებით, ბრალდებული კონტაქტურია, თუმცა დუმილის უფლებით სარგებლობს, ასევე, დაგეგმილია ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.

სასამართლო სხდომის ჩატარებამდე ბრალდებული რუსთავის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დარჩება.
0

ავტორი: