ეტყობა რომ ზუგდიდელის დაწერილია - გუგული მაღრაძე ია კერზაიას წინააღმდეგ დაწერილ ანონიმურ წერილზე ეტყობა რომ ზუგდიდელის დაწერილია - გუგული მაღრაძე ია კერზაიას წინააღმდეგ დაწერილ ანონიმურ წერილზე />


  09:57:14     08-02-2019

ეტყობა რომ ზუგდიდელის დაწერილია - გუგული მაღრაძე ია კერზაიას წინააღმდეგ დაწერილ ანონიმურ წერილზე

a87051.jpg

არ მქონდა ეს განცხადება ნანახი და ახლა წავიკითხე, დამერწმუნეთ, რომ ასეთი ადამიანები, კონკრეტული ადამიანები არსებობენ ნამდვილად, ამ წერილს ეტყობა, რომ ეს არის ზუგდიდელის დაწერილი,  - განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა გუგული მაღრაძემ განათლების კომიტეტის სხდომაზე, ანონიმურ წერილზე, რომლის საფუძველზეც, სამინისტროს მტკიცებით, აუდიტის სამსახური ზუგდიდის მე-6 სკოლაში შევიდა.

"სამინისტრო თუ შეთხზავდა წერილს, შეთხზავდა უფრო აკადემიურად. ეს არის კონკრეტული ადამიანის, ლავრენტიას, ბიკენტიას, თუ ვიღაცის დაწერილი. არიან ადამიანები, ვისაც ბოღმა ახრჩობთ, მაგრამ ამისი გამოძიების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. სხვა ამბავია, როგორ უნდა მოეხდინა რეაგირება სამინისტროს - იმ დღესვე გაეშვა ჯგუფი, მეორე დღეს გაეშვა თუ სხვა, მაგრამ დაბრალება იმის, რომ ეს არის სამინისტროში შეთხზული წერილი, ესეც ახალი ცილისწამებაა, რომელმაც საზოგადოებრივი განწყობები უნდა გამოიწვიოს", - თქვა მაღრაძემ.
0

ავტორი: