საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა />


  11:28:31     07-02-2019

საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ორი ფაქტი გამოავლინა

a87019.jpg

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ორი  ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქებში თბილისსა და რუსთავში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ  განკუთვნილი 2 031 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი და ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 1 850 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული  უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
0

ავტორი: